ეკონომიკა

ქრისტიან-დემოკრატები „გაერთიანებული ქვითრის“ წინააღმდეგ

13 დეკემბერი, 2010 • • 945
ქრისტიან-დემოკრატები  „გაერთიანებული ქვითრის“ წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საპარლამენტო ფრაქციის „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა და კომუნალური გადასახადების ე.წ. „გაერთიანებული ქვითრის“ შემოღება გააპროტესტა. აღნიშნული ქვითარი გულისხმობს წყლის, გაზისა და სანდასუფთავების გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიის გათიშვას.

„გაერთიანებული ქვითარი“ თბილისში ახალი წლიდან შემოვა. შ.პ.ს „ბათუმის წყალმაც“ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რადგან ქვითრის შემოღება მალე აჭარაშიც მოხდება.

„ქრისტიან-დემოკრატებმა, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულების საფუძველზე, მოვამზადეთ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და რომელსაც ბრიფინგის დასრულებისთანავე შევიტანთ. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა დასრულდება ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებით“ – განაცხადა გიორგი ახვლდენიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი