ეკონომიკა

დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება

13 დეკემბერი, 2010 • • 1037
დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროგრამა ითავლისწინებს გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში იძულებით ჩასახლებული 3964 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

პროექტი ევროკავშირის გრანტითა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით შესრულდება. სამუშაოების პროცესში მონიტორინგი განხორციელდება, რომელიც  საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს დაევალება. საბჭოში შედიან: განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები. 

პროექტთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრმა ფრანსუა მასულიემ აღნიშნა-„როდესაც საქმე ადამიანებს ეხება, ევროკავშირი ძალისხმევას არ ზოგავს. ჩვენ მუდმივად ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ბევრს ნიშნავს, მაგრამ ევროკავშირს სურს, უფრო შორს წავიდეს და მათთვის იქ ცხვოების ღირსეული პირობები უზრუნველყოს“. 

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში  ასად ალამმა დასძინა: „საქართველოს მთავრობამ ძალზედ წარმატებული ნაბიჯი გადადგა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მშენებლობის საკითხში. ეს პროექტი დაეხმარება წყლის მიწოდების და სადრენაჟო სისტემების გაუმჯობესებას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი