ეკონომიკა

ყველაზე მცირე რაოდენობის მუშახელი მშენებლობის სფეროშია დასაქმებული

13 დეკემბერი, 2010 • • 1016
ყველაზე მცირე რაოდენობის მუშახელი მშენებლობის სფეროშია დასაქმებული

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა მთლიან ბრუნვაში საქმიანობის სახეების მიხედვით ლიდერობს ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 48.6%-ით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 16.7%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 14.3%, მშენებლობა – 7.0%, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 4.6%.

ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სფეროში მოდის, აგრეთვე, საწარმოში დასაქმებულ პირთა  უდიდესი ნაწილი, კერძოდ-17.3%. ყველაზე მცირე ოდენობის მუშახელია დასაქმებული მშენებლობის სფეროში – 8.4 %.

ქალების უდიდესი ნაწილი-31.3% დასაქმებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფეროში, ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი-6.9% ოპერაციებში უძრავი ქონებით, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროში. ამ სფეროშია დასაქმებული მამაკაცების ყველაზე მცირე რაოდეობა-8.5%.

საწარმოებში დასაქმებული მამაკაცების უდიდესი ნაწილი-19.2% დამამუშავებელ მრეწველობაშია.

საწარმოების მთლიან ბრუნვაში ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით ლიდერობს თბილისი 72.6%-ით, მას მოყვება ქვემო ქართლი – 7.1%-ით, საწარმოთა მთლიანი ბრუნვით ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი პასიურობს(4.0%).

პროდუქციის გამოშვებით რეგიონებსა და ქალაქებს შორის  თბილისს 63%-ით პირველი ადგილი უკავია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი