ეკონომიკა

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს-სექტორში 621.3 ლარია

13 დეკემბერი, 2010 •
საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს-სექტორში 621.3 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2010 წლის III კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 6041.1, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 3213.5 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი ბრუნვის 85.4% მსხვილ საწარმოებზე მოდის. რაც შეეხება პროდუქციის მთლიან გამოშვებას, აქაც მსხვილი საწარმოები ლიდერობენ 83.0%-ით.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტალის განმავლობაში 4527.5, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 2842.6 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვების, ასევე გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც უდიდესი პროცენტული მაჩვენებელი მსხვილ საწარმოებზე მოდის.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 2010 წლის III კვარტალში 161.8 მილიონი შეადგინა, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა კი 365249 პირია, რომელთაგან 40.3% ქალია, ხოლო –59.7%- კაცი.

საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 348156 პირი შეადგინა, რომელთაგან 40.9 % ქალია, ხოლო 59.1% – კაცი. დაქირავებულთა და დასაქმებულთა უდიდესი რაოდენობა მსხვილ საწარმოებზე მოდის.

აღნიშნულ კვარტალში საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 655.9 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს-სექტორში 621.3 ლარი, მათ შორის ქალების-440.7 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი