ეკონომიკა

მშვიდობის სტრატეგია-სამხრეთ კავკასიის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები

11 დეკემბერი, 2010 • • 1077
მშვიდობის სტრატეგია-სამხრეთ კავკასიის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები

10-11 დეკემბერს იმართება კონფერენცია „მშვიდობის სტრატეგია-სამხრეთ კავკასიის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები“. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, კონრად ადენაუერის ფონდი.

კონფერენცია 4 ეტაპად იმართება. განიხილება: პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური საკითხები და ფინალური ეტაპი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღებაა.

ეკონომიკურ ნაწილში საუბარი შეეხო კავკასიის ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ნეტგაზეთის ეკონომიკური რუბრიკის რედაქტორმა, გიორგი აბაშიშვილმა მოხსენება გააკეთა თემაზე: „ეკონომიკური ინტეგრაცია უსაფრთხო კავკასიაში“. მოხსენებაში საუბარი შეეხო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან ახალი ეკონომიკური მიდგომების შემუშავებას.

კონფერენციის ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართა დისკუსიები კავკასიის მენტალური ინტეგრაციის საკითხზე. აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა ლალი ჩაგელიშვილმა. საუბარი ასევე  შეეხო კავკასიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კანონმდებლობების ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი