ეკონომიკა

საწვავი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე გაძვირდა

10 დეკემბერი, 2010 • • 1040
საწვავი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე გაძვირდა

საქართველოს ძირითად ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი თავიდან ბოლომდე კარტელური შეთანხმებაა, სხვა ახსნა ამას არ აქვს, სხვანაირად შეუძლებელია  სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ საწვავზე ერთი და იგივე ხარჯი ერთი იგივე დროს იყოს. კონკურენტულ ბაზარზე ყველა კომპანიის ხარჯის სტრუქტურა  განსხვავებულია, როდესაც ბაზარზე რამოდენიმე მოთამაშეა და ისინი ერთ დღეს აკეთებენ ფასების სტრუქტურისა და ხარჯის ცვლილებას, ეს წმინდა წყლის ოლიგოპოლურ-კარტელური შეთანხმებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი