ეკონომიკა

„ვისოლის“ საწვავის შესყიდვა ახალი წლიდან მობილური ტელეფონით განხორციელდება

10 დეკემბერი, 2010 • • 1101
„ვისოლის“ საწვავის შესყიდვა ახალი წლიდან მობილური ტელეფონით განხორციელდება

კომპანია „ვისოლი“, „MobiPay“-სთან ერთად, ახალი წლიდან მომხმარებელს ანგარიშსწორების ინოვაციურ სისტემას შესთავაზებს, რომელიც კომპანია „ვისოლის“ ქსელში საწვავის მობილური ტელეფონით შესყიდვას გულისხმობს.

ანგარიშსწორების ახალი სისტემის საშუალებით, კლიენტს  საშუალება  ექნება, „ვისოლის“ ქსელის გარდა, მობილური ტელეფონით ათასობით სავაჭრო ობიექტში განახორციელოს შესყიდვები, აგრეთვე, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები.

„MobiPay“-ში გაწევრიანება მომხმარებლებს შეუძლიათ პარტნიორ ბანკებში და  სავაჭრო ობიექტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი