ეკონომიკა

კომისიამ წყალმომმარაგებელი კომპანიები 20 000 ლარით დააჯარიმა

10 დეკემბერი, 2010 • • 1197
კომისიამ წყალმომმარაგებელი კომპანიები 20 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  წყალმომმარაგებელი კომპანიები – შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ,  შპს “რუსთავის წყალი”, შპს “მცხეთის წყალი” და შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”  დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, აღნიშნულმა კომპანიებმა “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს და ამის გამო, კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 –  5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. 

კომისიამ შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ უსაფუძვლოდ ჩათვალა შპს “მწვანე ყვავილას 1950” –სთვის, წყლის უკანონო მოხმარებისათვის, 9618 ლარის დარიცხვა. 




მასალების გადაბეჭდვის წესი