ეკონომიკა

Paying Taxes 2011-ის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზეა

10 დეკემბერი, 2010 • • 1152
Paying Taxes 2011-ის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზეა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში – „Paying Taxes 2011“, გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, როდესაც იგი 64-ე პოზოციაზე იმყოფებოდა,  მდგომარეობა 3 პოზიციით გაიუმჯობესა და 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა.

კვლევა დაფუძნებულია 183 ქვეყანაში გადასახადების ისეთი კომპონენტების შესწავლაზე, როგორიცაა  მოგების ან კორპორატიული საშემოსავლო გადასახადები; სოციალური შენატანები და დამქირავებლის მიერ გადახდილი დაქირავების გადასახადები; საკუთრების გადასახადი; საკუთრების ტრანსფერის გადასახადი; დივიდენდები; მოგების გადასახადი; ფინანსური ტრანზაქციების გადასახადი; გზათ სარგებლობის გადასახადი და სხვა.

გადასახადების გადახდის სიმარტივის 2011 წლის რეიტინგში პირველი ადგილი მალდივებს, ხოლო უკანასკნელი ბელორუსს უკავია.

საქართველო შეყვანილია იმ 10 ქვეყნის სიაში, სადაც გადასახადების მთლიანი მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს მე-2 ადგილი უკავია.

რეიტინგი „გადასახადების გადახდა 2011“ „მსოფლიო ბანკისა“ (World Bank) და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ (IFC) კომპანია „PricewaterhouseCoopers“-თან (PwC) თანამშრომლობით მომზადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი