ეკონომიკა

სოფელ ნარუჯას 24– საათიანი წყალმომარაგება ექნება

10 დეკემბერი, 2010 • • 991
სოფელ ნარუჯას 24– საათიანი წყალმომარაგება ექნება

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნარუჯაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო  სამუშაოები დასრულებულია.

ნარუჯას მოსახლეობას წყალი არასოდეს ჰქონია, პროექტის დასრულების შემდეგ კი სოფელს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება.  აღნიშნული პროექტის მიხედვით, ნარუჯაში აშენდა ახალი სატუმბი სადგური, საქლორატორო, წყლის რეზერვუარი და წყალშემკრები ნაგებობა, გარდა ამისა, თოთხმეტ კილომეტრზე  წყალსადენი მილების დაქსელვითი სამუშაოები ჩატარდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 40-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი, რომლის ღირებულება  1 მლნ 550 ათასი ლარია,  საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი