ეკონომიკა

„ქართული დასი“ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას ხელისუფლებას მალე შესთავაზებს

10 დეკემბერი, 2010 •
„ქართული დასი“  სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას ხელისუფლებას მალე შესთავაზებს

“ქართული დასი”  საქართველოს ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის  განვითარების  გრძელვადიან პროგრამას უახლოეს პერიოდში შესთავაზებს.  „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ხელშეწყობას  სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოების განვითარება საჭიროებს. მისი აზრით,  ამის აუცილებელი პირობა სპეციალური სამართლებრივი ბაზის – შეღავათიანი საგადასახადო გარემოს შექმნაა.

“ვფიქრობთ,   თუ იარსებებს სოფლის მურნეობის განვითარების რეალური გეგმა და სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაბამისი ხელშეწყობა, მაშინ  სოფლის მეურნეობა გახდება ქართული ეკონომიკის ხერხემალი და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი დამსაქმებელი”, – განაცხადა ჯონდო ბაღათურიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი