ეკონომიკა

თიბისი ბანკი “წლის საუკეთესო ბანკად” უკვე მეხუთედ დასახელდა

9 დეკემბერი, 2010 •
თიბისი ბანკი  “წლის საუკეთესო ბანკად” უკვე მეხუთედ დასახელდა

ლონდონში Financial Times Group-ის ყოველწლიური საბანკო რეიტინგის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც თიბისი ბანკი “წლის საუკეთესო ბანკად” საქართველოში მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს შორის კიდევ ერთხელ დასახელდა.

Financial Times Group და ჟურნალი “The Banker” 1926 წლიდან  ექსკლუზიურ საბანკო რეიტინგებს აქვეყნებენ და ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე კომპეტენტურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ.

წელს საერთაშორისო ექსპერტებმა  500-ზე მეტი კანდიდატი განიხილეს, საიდანაც  “წლის საუკეთესო ბანკების” რეიტინგში 149 ქვეყნის საბანკო სექტორის წარმომადგენელი დასახელდა.

აღნიშნულ კონკურსზე ქართული ბანკების განხილვა პირველად 2002 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიოს “წლის საუკეთესო ბანკებს” შორის თიბისი ბანკიც დასახელდა. წელს კი თიბისი ბანკი ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი უკვე მეხუთედ გახდა.

თიბისი ბანკი  სტაბილური განვითარებითა და წარმატებული მოღვაწეობით გამოირჩევა, რაც  საერთაშორისო აღიარებასთან ერთად მას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მზარდ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს. თიბისი ბანკის საქმიანობა მიუთითებს ბანკის სერიოზულ ზრდაზე ბიზნესის დაფინანსების, მაღალი დონის რისკ-მენეჯმენტისა და კარგად დივერსიფიცირებული საინვეტიციო ბაზის კუთხით“ –  განაცხადეს Financial Times Group-ის ექსპერტებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი