ეკონომიკა

№49 რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები

9 დეკემბერი, 2010 • • 1434
№49 რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები

2010 წლის 9 დეკემბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N49 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 34 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი  სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.51%-ით, მაქსიმალური 7.70%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.56%–ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის წინა 7-დღიან N48 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 103 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%-ით, მაქსიმალური 7.56%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.52%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი