ეკონომიკა

ადმინისტრაციული ჯარიმები საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში,

9 დეკემბერი, 2010 • • 1870
ადმინისტრაციული ჯარიმები საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში,

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ განიხილეს, აღნიშნული კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, პეტრე ზამბახიძემ წარადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლითა და სხვა მოძრავი საშუალებებით საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში გადაადგილების, შინაური ცხოველების ყოლისა და შენახვის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას. კომიტეტის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას მხარი უკვე დაუჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი