ეკონომიკა

ლაშა იმედაშვილი: “სამარშრუტო ტაქსებზე ტარიფი არ მოიმატებს”

9 დეკემბერი, 2010 • • 1022
ლაშა იმედაშვილი: “სამარშრუტო ტაქსებზე ტარიფი არ მოიმატებს”

თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას სამარშრუტო ტაქსების ტენდერთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა იმედაშვილი გამოეხმაურა. მისი განმარტებით, კონკურსი 5 ლოტადაა გამოცხადებული, რაც მონოპოლიზაციას გამორიცხავს.

“როდესაც გამოცხადებულია ტენდერი 5 ლოტად, მონოპოლიზაციაზე საუბარი აბსურდულია, რადგან გამარჯვებული 5 გადამზიდავი კომპანია იქნება. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე. გაიმარჯვებს ის, ვინც კეთილსინდისიერად და უსაფრთხოდ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, იგი არ მოიმატებს, რადგან ეს იყო დედაქალაქის მერის პირდაპირი დაპირება. და მეორე, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, როგორც კი ტარიფი მოიმატებს რომელიმე ერთ ტრანსპორტზე, მოსახლეობა ალტერნატიული ტრანსპორტით ისარგებლებს, რაც თავად გადამზიდავების ინტერესში არ შედის”,- განაცხადა ლაშა იმედაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი