ეკონომიკა

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ბათუმში წყლის სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს

9 დეკემბერი, 2010 •
გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ბათუმში წყლის  სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ KFW-ს დახმარებით,  ქალაქ ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია ხორციელდება.

შეხვედრაზე უცხოელ ექსპერტებს ბათუმში მიმდინარე წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების ანგარიში წარუდგინეს. საუბარი შეეხო მესამე ეტაპის დაფინასებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი