ეკონომიკა

რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ ოქროზე ფასები კვლავ დაეცა

9 დეკემბერი, 2010 • • 1024
რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ ოქროზე ფასები კვლავ  დაეცა

“რია ნოვოსტის” ცნობით, ოქროზე ფასები სამშაბათის მონაცემებით კვლავ  დაეცა. მიზეზი ისაა, რომ  ინვესტორები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი  მოგება  მიიღონ ლითონზე  ახალი  მზარდი ღირებულების რეკორდის შემდეგ.

ორშაბათის მინაცემებით, ოქროს ფასი 0,7%-ით გაიზარდა (1,416.10 დოლარი) და ნოემბრის რეკორდულ  მაჩვენებელს-1,410.10 დოლარსაც კი გაუსწრო.

2010 წლის დასაწყისში ოქროზე ფასმა 29%-ით მოიმატა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოქროს საკუთარი სტაბილურობის შენარჩუნება  10 წლის განმავლობაში შეუძლია. აღნიშნული პერიოდი კი ყველაზე გრძელვადიანი სტაბილურობის პერიოდი იქნება 1920 წლის შემდეგ.

ბოლო წლების განმავლობაში ოქროზე ფასები ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაიზარდა, რადგან აღნიშნული ლითონი ამ პერიოდში ყველაზე მიმზიდველი, სარფიანი და საიმედო  კაპიტალი იყო ინვესტორებისთვის, ვიდრე – არასტაბილური ვალუტა და მერყევი კომპანიის აქციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი