მსოფლიო ბანკმა რუსეთისათვის ორი ახალი საკრედიტო პროექტი დაამტკიცა. რუსეთი სესხის სახით 100 მილიონი დოლარს მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის მეორე ნაწილისთვის, რომელიც ლენინგრადში, პსკოვის, ნოვგოროდის და ტვერის რეგიონებში განხორციელდება. ასევე მიიღებს 25 მილიონ დოლარს ფინანსური ცოდნისა და განათლების გასაუმჯობესებლად.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ვადიმ გრიშინის განაცხადებით, საბჭოს სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის ის პროექტები, რომელთა განხორციელება მომავალი წლის დასაწყისისათვის იგეგმება.
იტარ-ტასის ცნობით, პროექტზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთი „დიდ შვიდიანს“ თავმჯდომარეობდა.