ეკონომიკა

ნოემბერში საქართველოში 4 556 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

8 დეკემბერი, 2010 • • 1019
ნოემბერში საქართველოში  4 556 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

2010 წლის ნოემბერში საქართველოში  რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაო-დენობა წინა თვესთან შედარებით 9,6%-ით გაიზარდა და 4 556 ერთეული შეადგინა. რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტებს შორის 98,4% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 1,6% – არასამეწარმეო სუბიექტი.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ქვეყანაში 42 556 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა: 41 707 სამეწარმეო და 849 არასამეწარმეო სუბიექტი.

2010 წლის ნოემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა

ინდივიდუალური მეწარმის სახით (3 330 ერთეული, რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 73,1%). ამასთან, დარეგისტრირდა

 1 145 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

 72 არასამეწარმეო იურიდიული პირი;

 5 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის  ფილიალი;

 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

 1 სააქციო საზოგადოება;

 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.

2010 წლის 11 თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების მთლიან რაოდენობაში 74,5%-ს შეადგენენ ინდივიდუალური მეწარმეები, 23,2%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, 2%-ს – არასამეწარმეო იურიდიული პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი