ეკონომიკა

„აზიის განვითარების ბანკმა“ „საქართველოს ბანკს“ 50 მლნ სესხი გაუფორმა

8 დეკემბერი, 2010 •
„აზიის განვითარების ბანკმა“ „საქართველოს ბანკს“ 50 მლნ სესხი გაუფორმა

„საქართველოს ბანკსა“ და „აზიის განვითარების ბანკს“ (ADB) შორის 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

ფინანსური რესურსი, რომელიც 5 წლის ვადით გამოიყო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების დაფინანსებას მოხმარდება.

გარდა აღნიშნული ტრანზექციისა, მიმდინარე წელს „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან საერთო ჯამში 150 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი