საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2010 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს.
გასაყიდი ობიექტებია:
ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში მდებარე 640 მ2 მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი №40/122) და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა, საწყისი ფასით -240 000 აშშ დოლარი;
ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში მდებარე 399 მ2 მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი №40/126), საწყისი ფასით -100 000 აშშ დოლარი.
აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 16 დეკემბრის ჩათვლით მოხდება.