ეკონომიკა

ლიბერთი ბანკის ახალი შეთავაზება-სწრაფი განვადება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე

8 დეკემბერი, 2010 • • 1124
ლიბერთი ბანკის ახალი შეთავაზება-სწრაფი განვადება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე

 “ლიბერთი ბანკი” მომხმარებელს თბილისსა და რუსთავში განლაგებულ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე სწრაფ განვადებას სთავაზობს. განვადების განსახორციელებლად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განაცხადის შევსებაა საჭირო.

აღნიშნულ მაღაზიებში  ”ლიბერთი ბანკის” მომსახურების ცენტრი განლაგდება, სადაც კლიენტს ბანკის თანამშრომლების დახმარებით განვადების გამარტივებული პროცედურით მიღება შეეძლება. 1 იანვრამდე განვადების მიღება შესაძლებელია თანამონაწილეობის გარეშე. განვადებით სარგებლობისას კლიენტები არ გადაიხდიან  დამატებით საკომისიოს. შესაძლებელია ნებისმიერი ღირებულების ტექნიკის განვადება 150-დან 3,500 ლარის ჩათვლით. განვადების ვადა განისაზღვება 3, 6, 9 ან 12 თვით.

ასევე ყველას, ვინც ისარგებლებს სწრაფი განვადებით, “ლიბერთი ბანკი” ბონუსის სახით დაუბრუნებს შეძენილი ნივთის ღირებულების ნაწილს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი