ეკონომიკა

მატარებლების ბილეთების შეძენა უკვე PAY BOX-ის საშუალებითაა შესაძლებელი

8 დეკემბერი, 2010 •
მატარებლების ბილეთების შეძენა უკვე PAY BOX-ის საშუალებითაა შესაძლებელი

7 დეკემბრიდან საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლების ბილეთების შეძენა PAY BOX- ის გადახდის აპარატების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.  

კომპანია “ნოვა ტექნოლოჯის” PAY BOX-ის 500-მდე აპარატი საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრებშია განთავსებული.

“საქართველოს რკინიგზა დღეიდან იწყებს სამგზავრო მატარებლების ბილეთების რეალიზაციას მომენტალური გადახდის აპარატებით. ბილეთები გაიყიდება კომპანია «ნოვა ტექნოლოჯის» PAY BOX-ების მეშვეობით. დარწმუნებული ვართ, ამ სერვისს ჩვენი მგზავრები სათანადოდ შეაფასებენ, რადგან საგრძნობლად იზრდება ბილეთების რეალიზაციის ქსელი. სერვისი საკმაოდ მარტივი და კომფორტულია, იგი იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ამ აპარატის დახმარებით თვითონ შეარჩიოს სასურველი მარშრუტი, გამგზავრების დღე და აიღოს ბილეთი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთების რეალიზაცია როგორც ჩვენს ინტერნეტ გვერდზე, ასევე ამ აპარატების მეშვეობით 15 დღით ადრეა შესაძლებელი,”-განაცხადა  საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ბიზნეს-ერთეულის დირექტორის მოადგილემ,  ხარიტონ შალამბერიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი