ეკონომიკა

საქართველოს ათასწლეულის ფონდის საჩუქარი საქსტატს

8 დეკემბერი, 2010 •
საქართველოს ათასწლეულის ფონდის საჩუქარი საქსტატს

2010 წლის ბოლომდე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ათასწლეულის ფონდის (MCG) დაფინანსებით ტექნიკურ დახმარებას მიიღებს, რომელიც 50 პერსონალურ კომპიუტერს, 50 პორტატულ კომპიუტერს (workbook) და 5 ლეპტოპს მოიცავს.

ასევე, საქართველოს ათასწლეულის ფონდი  საქსტატს საჩუქრად გადასცემს ქსელურ მოწყობილობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქტატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ათასწლეულის ფონდი 2007 წლიდან დღემდე თანამშრომლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი