ეკონომიკა

ლევან ვარშალომიძე-ჩვენი მთავარი მიზანია ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა

8 დეკემბერი, 2010 • • 1010
ლევან ვარშალომიძე-ჩვენი მთავარი მიზანია ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა

აჭარის მთავრობის სხდომაზე ლევან ვარშალომიძემ მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. “2011-2014 წლებში ჩვენი მთავარი მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა, რაც მიიღწევა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, შესაბამისად, სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება სახელმწიფო ინვესტიციური პროექტებით”, – განაცხადა ლევან ვარშლომიძემ.

იგი აჭარის რეგიონში გზებისა და ხიდების მშენებლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წელს აჭარის სოფლებში  90 –კილომეტრიანი ასფალტის საფარი დაიგო და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონზეც ისაუბრა. როგორც ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, 2011 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 11 მილიონით მეტია. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას სხვადასხვა სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი