ეკონომიკა

ფორმულა 3– ავტოდრომი რუსთავში

7 დეკემბერი, 2010 • • 1139
ფორმულა 3– ავტოდრომი  რუსთავში

რუსთავში ახალი ავტოდრომი ყოფილი ,,დოსააფის” ტერიტორიაზე კეთდება.

ავტოდრომი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,სტრომოსის” ფინანსური უზრუნველყოფით შენდება. რბოლისთვის განკუთვნილი ტრასა სულ 4 კილომეტრი სიგრძის იქნება, ასფალტის სიგანე კი დაახლოებით 12 მეტრს მიაღწევს.

ავტოდრომი საერთშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა გაკეთდეს და  ფორმულა სამისთვის იქნება განკუთვნილი.

გულშემეტკივრებისთვის დაახლოებით 20.000 ადგილი მოეწყობა. ამ ეტაპზე ,,სტრომოსი” ავტოდრომის სარბოლი ტრასის ვაკისის რეკონსტრუქციას ახორციელებს. საბოლოო სახეს კი ავტოდრომი დაახლოებით ერთ წელიწადში მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი