ეკონომიკა

სოციალური ქსელი არა მხოლოდ გართობისთვის

7 დეკემბერი, 2010 • • 1116
სოციალური ქსელი არა მხოლოდ გართობისთვის

ადამიანების უმეტესობა სოციალურ ქსელებს მხოლოდ გართობისა და თამაშებისთვის იყენებს. IBM-სთვის კი სოციალურ ქსელს სერიოზული სამუშაო პოტენციალი გააჩნია.

IBM-მა შექმნა „Lotus”-ის ახალი ვერსია ”Lotus Connections  3.0”, რომელიც მომხმარებელს წინა თვეში წარუდგინეს. პროგრამა წარმოადგენს IBM-ს სერიოზულ ცდას, დაამკვიდროს ახალი ტიპის სოციალური ქსელი, სადაც ბიზნესმენები შეძლებენ საქმის წარმოებას. ”Lotus Connection”-ის დანიშნულებაა მსხვილი კომპანიების თანამშრომლებს შორის მჭიდრო კავშირების შექმნა, რიგითი მუშახელის უფრო მეტი ჩართულობა კომპანიის მართვაში და შიდა სამზარეულოში.

როგორც IDC-ს ბოლო კვლევებმა აჩვენა, გამოკითხული კომპანიების 41% უკვე იყენებს სოციალურ ქსელს, რათა გააუმჯობესოს შიდა ჯგუფებსა და თანამშრომლებს შორის კავშირები. IDC-ის პროგნოზით, კომპანიების დანახარჯი სოციალური უზრუნველყოფისათვის  2014 წლისთვის 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სანაცვლოდ კომპანიები მიიღებენ პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას, რაც მათი მოგების განმსაზღვრელია.

”Facebook”-ის მსგავსად, ”Lotus Connection”-ის გამოყენებისას მომხმარებელი უმოქმედოდ ვერ გაჩერდება, რადგან პროგრამა აქტიურად სთავაზობს მას სხვადასხვა სახის გამოკითხვებს და დისკუსიებს საინტერესო თემებზე. როგორც IBM-ში აცხადებენ, პროგრამა დაეხმარება როგორც მსხვილ კომპანიებს, ასევე მცირე ბიზნესსაც.

”Lotus Connection”-ში კომპანიებს კონსულტაციების მიღებაც შეეძლებათ. IBM-ის გლობალური ბიზნეს-დახმარების ფარგლებში, ქსელს 200.000 პროფესიონალი კონსულტანტი ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი