ეკონომიკა

ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს დსთ-დან ჰყავს

7 დეკემბერი, 2010 • • 987
ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს დსთ-დან ჰყავს

2010 წლის 11 თვეში საქართველოს 1 874 404 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38,5%-ით აღემატება.

2010 წლის იანვარ-ნოემბერში ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 612 568 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 35,1%-ით მეტია. 2010 წლის 11 თვეში დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 1 191 592 ვიზიტორი, რაც 2009 წლის 11 თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 11 თვეში ამერიკიდან  21 748 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2009 წლის 11 თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18,5%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან – 43 466 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 63,4%-ით აღემატება, აფრიკიდან – 2 615 ვიზიტორი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 178%-ით აღემატება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 2 415 ვიზიტორი.

2010 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (1 191 592) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 488 461 ვიზიტორი, რაც გასული წლის 11 თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 29,5%-ით აღემატება.

სომხეთიდან შემოვიდა 479 377 ვიზიტორი, რაც გასული წლის 11 თვესთან შედარებით 54,2%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი