საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საქართველო ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ნაწილი გახდა.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელი ვერა ქობალიამ მოაწერა, ევროკავშირის მხრიდან კი – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ტრანსპორტის საკითხებში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის სამეფოს მობილურობის სახელმწიფო მდივანმა და მისმა სხვა კოლეგა-მინისტრებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეყანას ახალი პერსპექტივები შეექმნება. საქართველოს ავიაბაზარზე  შემოვლენ მსოფლიოს მსხვილი კომპანიები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის მომსახურების ხარისხს; ასევე ქართულ ავიაკომპანიებს, ამ შეთანხმების საფუძველზე, მოეხსნებათ ევროპაში ფრენის შეზღუდვები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *