საქართველოს ბანკი მომხმარებელს ახალ სერვისს, „ენერგოკრედიტს“ სთავაზობს. აღნიშნული სესხი  ენერგოეფექტური აპარატურისა და მასალების შესაძენად  გაიცემა.

სესხი  22– დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე გაიცემა, მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი 14 %-დან იწყება და თანხის დაფარვის  მაქსიმალური ვადა 120 თვეა. 

„ენერგოკრედიტით“ სარგებლობისას სასესხო ანგარიშზე სესხის საწყისი ძირითადი თანხის 15% სუბსიდიის სახით ბრუნდება BP-ს  პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს (EBRD) საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის (GEEP) მიერ “საქართველოს ბანკისათვის” გახსნილი სპეციალური საკრედიტო ხაზის გავლით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *