ეკონომიკა

ავტომაგისტრალი ხაშური-ხარაგაულის რკინიგზის ნაცვლად

7 დეკემბერი, 2010 • • 1377
ავტომაგისტრალი ხაშური-ხარაგაულის რკინიგზის ნაცვლად

დანიური კომპანია “COWI” ხაშური-ხარაგაულის სარკინიგზო უბნის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს და გამოიკვლევს, რამდენად ვარგისიანია ეს მონაკვეთი ავტომაგისტრალის ასაშენებლად. აღნიშნულმა კომპანიამ ეს უფლება საქართველოს რკინიგზის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

“იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზას გადავიტანთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ აქ, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე გავატაროთ ეს ჩქაროსნული გზატკეცილი, რაც უამრავი თანხების ეკონომიას გაუწევს ბიუჯეტს და ქვეყანას,”- განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

“დღეს საკონსულტაციო კომპანია “COWI”-თან გაფორმდა ხელშეკრულება. ეს ორგანიზაცია არის საკმაოდ გამოცდილი ასეთი ინფრასტრუქტურის შესწავლაში. სამი თვის ვადაში ჩვენ ველოდებით მინიშნებებს და საპროექტო გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს საგზაო პროექტი,”-განაცხადა შპს “საქართველოს რკინგზის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ.

დანიური კომპანიის “COWI” წარმოადგენლის პიტერ მელოუს თქმით, სამუშაოები იწყება და კონტრაქტით გაწერილ ვადებში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი