ეკონომიკა

„ქრისტიან-დემოკრატები“ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ

6 დეკემბერი, 2010 • • 1211
„ქრისტიან-დემოკრატები“ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ

საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.  დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ განაცხადეს, რომ „ქრისტიან-დემოკრატებისათვის“ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვის სფეროები, ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში კი ამ სფეროების დაფინანსება, მათი აზრით, მიზერულია.

ლევან ვეფხვაძემ ბრიფინგზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ დარგების დასაფინანსებლად გაწეული საბიუჯეტო ხარჯების მონაცემების დინამიკა წარმოადგინა.  “მთავრობის მიერ წარმოდგენილი ახალი ბიუჯეტის კანონის პროექტი  უკან გადადგმული ნაბიჯია და არა მომავალ წინსვლაზე ორიენტირებული. განათლებასა და ჯანდაცვაში არის კლება, ხოლო ის, რაც ეხება  სოფლის მეურნეობას, სრული უპასუხისმგებლობაა, ამიტომ “ქრისტიან-დემოკრატები” მას მხარს არ დავუჭერთ”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე ფინალურ ეტაპზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი