ეკონომიკა

ახალი გზა და განახლებული წყალმომარაგება დმანისში

6 დეკემბერი, 2010 • • 1009
ახალი გზა და განახლებული წყალმომარაგება დმანისში

დმანისი – დიდი დმანისი – გომარეთი – ბედიანის რაიონული მნიშვნელობის საავტომობილო გზის 13 კმ – იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, რომელიც დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად, მოინახულა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ითვალისწინებს გზის მთლიან რეაბილიტაციასა და განახლებას.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კამარლოსა და ქარიანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგება სოფლებში არსებული ერთი  წყლის წერტილიდან  უხდებოდათ.  ზაფხულში წყალი საერთოდ წყდებოდა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას. ოფიციალური ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კამარლოსა და ქარიანის  1000 მოსახლე წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი