ეკონომიკა

70-დან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მოიპოვების გეგმა რუსეთში

6 დეკემბერი, 2010 •
70-დან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მოიპოვების გეგმა რუსეთში

რუსეთის აღმოსავლეთი რეგიონები 2020 წლისათვის 70-დან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს მოიპოვებენ-განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ რეგიონულ კონფერენციაზე.

პუტინის განცხადებით, აღმოსავლური გაზის პროგრამის განხორციელება შეიძლება რუსეთის  ისტორიაში ყველაზე დიდ ინდუსტრიულ პროექტადაც კი ჩაითვალოს. მისივე განმარტებით, 2006 წელს  ქვეყნის აღმოსავლეთმა რეგიონებმა მხოლოდ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვეს, 2009 წელს– 22 მილიარდი, ხოლო 2020 წლისათვის დაგეგმილია 70 დან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მოპოვება.

“რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაზსადენის ინფრასტრუქტურის განვითარება დაეხმარება ქვეყანას საექსპორტო გზების დივერსიფიცირებასა და რუსეთის პოზიციების გამყარებაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრებზე. აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გაზის მოპოვების პრიორიტეტი შიდა ბაზრის განვითარებაა, გაზი უნდა გახდეს რესურსი შემდგომში მაღალტექნოლოგიური ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად” – დასძინა რუსეთის პრემიერმა. მისივე თქმით, ენერგორესურსების ფასმა არ უნდა ჩააგდოს რეგიონში კონკურენტუნარიანობა და არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად ადგილობრივ ბიუჯეტს, ბიზნესებსა და მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი