ეკონომიკა

კახეთში გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს

6 დეკემბერი, 2010 • • 1177
კახეთში გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში რვავე მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პროცესი, რომელსაც  სს ”კახეთის ენერგოდისტრიბუცია”ახორციელებს, აქტიურად მიმდინარეობს.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დღეისათვის კახეთის რეგიონში 14000-მდე აბონენტია გამრიცხველიანებული. სამუშაოები უკვე დასრულებულია შემდეგ სოფლებში: რუისპირი, წიწკანაანთ სერი, კუჭატანი, სანავარდო, ქისტაური, წყაროსთავი, პატარძეული, ნინოწმინდა, მაწიმი და შილდა.

2010 წლის ბოლომდე დამატებით 13 სოფლის გამრიცხველიანება იგეგმება. შედეგად კიდევ 6000 აბონენტს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი.

საბოლოოდ გამრიცხველიანები პროცესი კახეთში 2013 წელს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი