ეკონომიკა

ახალი კოდები სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკებში

6 დეკემბერი, 2010 • • 1084
ახალი კოდები სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკებში

3 დეკემბრიდან კომერციულ ბანკებში ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინა) თანხის გადარიცხვის ნებისმიერმა მსურველმა საგადასახადო დავალებაში სახელმწიფო ხაზინის ან შესაბამისი ბანკის ახალი კოდი უნდა მიუთითოს, ძველი კოდებით შევსებული საგადასახადო დავალებების კორექტირებას კი თავად ბანკები განახორციელებენ.

რაც შეეხება კომერციული ბანკების ფილიალების მრავალრიცხოვან კოდებს, ამიერიდან თითოეულ კომერციულ ბანკს მისი ფილიალების ჩათვლით მხოლოდ ერთი კოდი ექნება, ახალი კოდები კი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მოცემული.

მასალების გადაბეჭდვის წესი