ეკონომიკა

საქართველო 2011 წლის საერთაშორისო შედარების პროგრამაში ჩაერთო

3 დეკემბერი, 2010 • • 1159
საქართველო 2011 წლის საერთაშორისო შედარების პროგრამაში ჩაერთო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი საქართველოს საერთაშორისო შედარების პროგრამაში (International Comparison Program) ჩართვასთან დაკავშირებით საქსტატის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება იყო.

 PPP(ვალუტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) ქვეყნების შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მაკროეკოენომიკურ კომპონენტს წარმოადგენს და სხვადასხვა დონორების მიერ განხორციელებული პროექტების და პროგრამების წინასწარი შეფასებები ამ ინდიკატორის გამოყენებით ხორციელდება, ამიტომ მსოფლიო ბანკი მუდმივად ხაზს უსვამდა საქართველოს პროგრამაში ჩართვის აუცილებლობას. თუმცა იგი, როგორც ICP-ის ძირითადი კოორდინატორი ორგანიზაცია, უშვებს გამონაკლისს, რომ საქართველო 2011 წლის საერთაშორისო შედარების პროგრამაში ჩაერთოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.

საერთაშორისო შედარების პროგრამა (ICP) 1968 წელს გაეროსა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ჩამოყალიბდა, რათა მომხდარიყო  ქვეყანათაშორისი შედარება მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) და მისი კომპონენტების, ვალუტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე  (PPP)   დაყრდნობით.

საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაერო და ევროსტატი PPP-ს მონაცემთა მთავარი მომხმარებელნი არიან.

საქართველოს ICP-ში ჩართვის პროექტს საქსტატი მილენიუმის განვითარების პროგრამის (MCG) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი