ეკონომიკა

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის და ფინანსური სახლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

3 დეკემბერი, 2010 • • 1133
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის და ფინანსური სახლის შენობების  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქუთაისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის და ფინანსური სახლის შენობები  რეაბილიტირებულია. განახლებული შენობები საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ გახსნეს, რის შემდეგადაც ისინი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს გაესაუბრნენ. შეხვედრაზე  2010 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგები და 2011 წლისთვის დასახული გეგმები განიხილეს.

 ქუთაისში აღნიშნული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

  ქუთაისის ფინანსური სახლიც გარემონტდა, რომელშიც შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა–ლეჩხუმის სამმართველო და აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებების მთავარი სამმართველოს მეხუთე განყოფილება განთავსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი