ეკონომიკა

რუსეთი WTO-ში შედის?!

3 დეკემბერი, 2010 • • 1151
რუსეთი WTO-ში შედის?!

„მოსკოვი და ბრიუსელი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თაობაზე დუკუმენტს ხელს 2010 წლის 7 დეკემბერს მოაწერენ“-განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჟუკოვმა. მისი თქმით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ქვეყნის  საგარეო ეკონომიკის პრიორიტეტია.

„რუსეთმა და ევროკავშირმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 24 ნოემბერს მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დასრულებას რუსეთის WTO-ში გაწევრიანების თაობაზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს კი ხელი რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში, 7 დეკემბერს მოეწერება“-განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

WTO-ს ესპანელი თანათავმჯდომარის, მიგელ სებასტიანის თქმით, მადრიდი თავიდანვე დათანხმდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან ამას ყველა მხარისათვის ხელსაყრელი  პირობები ექნება. რუსეთსა და ევროკავშირს შეეძლებათ განავითარონ ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობის, უსაფრთხოების და კულტურის სფეროში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი