ეკონომიკა

ბიუჯეტის განხილვა დუშეთში

3 დეკემბერი, 2010 • • 1046
ბიუჯეტის განხილვა დუშეთში

ქალაქ რუსთავის შემდეგ, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები ფინანასთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ამჯერად დუშეთის მოსახლეობას გააცნო. შეხვედრა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შედგა. მინისტრმა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები რეგიონის მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზურაბ მელიქიშვილთან ერთად  გააცნო.

 

„მოსახლეობას დეტალურად გავაცანით 2011 წლის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც ჩადებულია ბიუჯეტში. მოსახლეობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს კავშირშია რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან და მათთვის დამატებითი შემოსავლების მიღებასთან. ჩვენ მათ გავაცანით, თუ რა ადგილს იკავებს ამ რეგიონში ტურისტული სტრატეგია,” – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი