ეკონომიკა

„ლიბერთი ბანკის“ ახალი საბანკო მომსახურება – Sმარტივი

2 დეკემბერი, 2010 • • 1687
„ლიბერთი ბანკის“  ახალი საბანკო მომსახურება – Sმარტივი

„ლიბერთი ბანკი” ქართულ საბანკო სივრცეში ახალ საბანკო მომსახურებას ნერგავს. Sმარტივი “ლიბერთი ბანკის” მიერ შემუშავებული საბანკო მომსახურების თანამედროვე ალტერნატივაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები თანამედროვე საბანკო მომსახურების სრული პაკეტს მიიღებენ. მასში შედის: ბარათით მართვადი სრულფასოვანი საბანკო ანგარიში;  კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადასახადების მარტივად გადახდის საშუალება; თანხის დაგროვების ინსტრუმენტი, დანაზოგის მომენტალურად გატანის შესაძლებლობით და მაღალი სარგებლით; თანხის განაღდების შესაძლებლობა როგორც ბანკომატებიდან, ასევე “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრებიდან.

ახალი მომსახურების მიხედვით, ნებისმიერ კლიენტს შეუძლია თავისი პერსონალური Sმარტივი კალათის  შექმნა და მასში 10-მდე სხვადასხვა მომსახურების პროვაიდერის მოთავსება.

ბანკის ცნობით, პერსონალური კალათით გადახდის უპირატესობა არა მხოლოდ შეღავათიანი გადახდის ტარიფია, არამედ ის, რომ კლიენტის მიერ არჩეული პროვაიდერები დაჯგუფებული არიან ერთად და ინფორმაცია კალათაში შემავალ პროვაიდერებზე და კლიენტის სააბონენტო ნომერზე  გადახდიდან გადახდამდე ინახება. კლიენტს ასევე შეუძლია გადასცეს Sმარტივი ბარათი ოჯახის წევრს, რომელსაც შეეძლება კალათში მოთავსებული პროვაიდერების გადასახადი გადაიხადოს (სხვა სერვისები ამ შემთხვევაში შეზღუდულია).

კლიენტი კალათში მოთავსებული ყველა პროვაიდერის დავალიანებას  ქვითრის უშუალოდ მოსვლამდე ნახავს ვებ გვერდზე www.smartivi.ge, “ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებით ან “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრების ქსელის, მათ შორის, “ლიბერთი ექსპრესის” მობილური სერვის ცენტრების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი