ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

2 დეკემბერი, 2010 • • 1209
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა და 1 375,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 26,3%). აქედან, ექსპორტი 235,4 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ექსპორტის 19,1%) შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია, ხოლო იმპორტი – 1 140,5 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი იმპორტის 28,5%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია.

დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 27%-ით გაიზარდა და 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში 1 691 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 32,3%). აქედან, ექსპორტი – 499 მლნ. აშშ დოლარია (მთლიანი ექსპორტის 40,6%), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 49%-ით აღემატება, ხოლო იმპორტი – 1 192 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 30%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

2010 წლის იანვარ-ოქტომბერის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის (თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, აშშ, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები) წილი 66%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი