ეკონომიკა

საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა

2 დეკემბერი, 2010 • • 1423
საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა

2009 წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 17 986,0 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 101,3 ლარია. მშპ-ს რეალური ზრდა 3,8%-ს უტოლდება.

2009 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი წილები შემდეგ კომპონენტებს უკავია: მრეწველობა – 15%, ვაჭ-რობა – 15%, ტრანსპორტი და კავშირ-გაბმულობა – 11%, სოფლის მეურნეობა – 9% და ა.შ.

2009 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ დარგებს შორისაა სამთომოპოვებითი მრეწველობა, რომლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 9,4%-ს შეადგენს, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 8,7%, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 6,2% და ა.შ.

 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი  იმპორტის ზრდის მაჩვენებელს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი