ეკონომიკა

ვერა ქობალია-საქართველო ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის ნაწილი გახდება

2 დეკემბერი, 2010 •
ვერა ქობალია-საქართველო ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის ნაწილი გახდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრიუსელში ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის  ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ  შეთანხმებას მოაწერს ხელს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერა ქობალიამ მასმედიისთვის კომენტარი გააკეთა.  მისი თქმით,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, რომელიც საქართველოს არა მარტო  ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში შეიყვანს, არამედ ახალ ავიაკომპანიებს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის საშუალებას მისცემს. იგი გახდება ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის ნაწილი, რაც ნიშნავს ავიაკომპანიების ბაზრის ზრდას, რომელიც, თავის მხრივ,  ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას შექმნის.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ ბაზარზე ამ სფეროში ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი