მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში გამრიცხველიანების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ღირებულებამ 160 500 ლარი შეადგინა, რომლის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას 535 ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის დროსაც ამორტიზირებული კაბელები– ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები კი ახალი რკინაბეტონის ბოძებით მთლიანად იცვლება, სატრანსფორმატორო პუნქტები რემონტდება და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება ფართო მასშტაბით მიმდინარეობს. 2010 წელს ინდივიდუალური მრიცხველი დამატებით 120 000 ზე მეტ აბონენტს დაუმონტაჟდება.
გასულ თვეში კი ”ენერგო-პრო ჯორჯია” გურიის რეგიონის გამრიცხველიანებას შეუდგა, კერძოდ კი, სოფელ ნატანების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დაიწყო.
პროექტის ღირებულება 480 000 ლარი შეადგინს, რომლის ფარგლებშიც სოფლის მოსახლეობის 1 600 აბონენტს ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდება.