ეკონომიკა

№ 48 სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

2 დეკემბერი, 2010 • • 1084
№ 48 სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

2010 წლის 2 დეკემბერს ეროვნული ბანკის 90-დღიან N48 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შვიდმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.49%-ით, მაქსიმალური 9.88%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.59%–ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ წინა 91-დღიან №47 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზეც 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.47%-ით, მაქსიმალური 9.77%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.63%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი