ეკონომიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: “სიღარიბის მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა”

1 დეკემბერი, 2010 • • 1443
გიორგი ცაგარეიშვილი: “სიღარიბის მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა”

პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა მოსაკრებლებისა და ტარიფების ზრდის ტენდენციებთან დაკავშირებით  ბრიფინგი გამართა. 

დეპუტატის  განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უმუშევრობამ სახიფათო ზღვარს მიაღწია,  გადასახადები ყველა მიმართულებით იზრდება. მისი აზრით, მთავრობამ  შესაბამისი ღონისძიებები დროულად უნდა გაატაროს, ვინაიდან  ქვეყანა სოციალური კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა  კომუნალური გადასახადების-ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლის ერთ ქვითარზე განთავსებაც გააპროტესტა.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მდგომარეობა თანდათან უარესდება. 
“სიღარიბის მაჩვენებელი 2009-2010 წლებში 23%-დან 30%-მდე გაიზარდა, რაც მთავრობის ეკონომიკურ პროგრამასთან-“ერთიანი საქართველო-სიღარიბის გარეშე” წინააღმდეგობაში მოდის”,-განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ  საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად  მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტიმულირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და წარმოების ამუშავების საფუძველზე მოსახლეობის დასაქმებაა საჭიროა.  ამავე დროს, ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის დაძლევამდე უშეღავათო  სესხების აღება მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე უნდა გამოირიცხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი