საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ვერა ქობალიამ მათთან სამინისტროს სამოქმედო გეგმაზე, პრიორიტეტებსა და 2011 წლისთვის დასახული მთავარი ამოცანების შესახებ ისაუბრა.
მინისტრი ეკონომიკის უმთავრეს პრიორიტეტებად მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტურიზმისა და IT ტექნოლოგიების განვითარებას მიიჩნევს. მან ასევე თანამედროვე ბაზარზე მზარდი კონკურენციის პირობებში მაღალკვალიფიციური განათლების მიღების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ვერა ქობალიამ სტუდენტებს აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა, მათ შორის, უკვე გამოცხადებულ ვაკანსიებზე, იურიდიულ დეპარტამენტსა და აეროპორტში საკუთარი კანდიდატურების წარდგენა შესათავაზა. მან ასევე სტუდენტებს მესტიის პროექტში მონაწილეობის მიღება ურჩია.
მინისტრი ანალოგიურ შეხვედრებს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც აპირებს. იგი იმედოვნებს, რომ გამოცხადებული ვაკანსიებით სტუდენტები დაინტერესდებიან არამარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.