ეკონომიკა

ტრანსპორტზე ფასების გაძვირების საკითხი თბილისის საკრებულოში უკვე დამტკიცდა

1 დეკემბერი, 2010 • • 941
ტრანსპორტზე ფასების გაძვირების საკითხი თბილისის საკრებულოში უკვე დამტკიცდა

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

ერთ–ერთი მთავარი თემა მერიის მიერ შეტანილი ინიციატივა იყო, რომელიც  მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა.  ინიციატივა  30 ხმით 9–ის წინააღმდეგ დამტკიცდა. 

როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი  ჯოხაძემ განმარტა, შეღავათებით მოსარგებლე 600 ათასი ადამიანისთვის, ანუ თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 50%-სთვის მგზავრობის საფასური უცვლელი რჩება. რაც შეეხება დარჩენილ 50%-ს, მათგან 6%-თვის, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარულად არ სარგებლობს და, შესაბამისად, არც პლასტიკური ბარათები გააჩნია, მგზავრობის საფასური 50 თეთრით განისაზღვრება, ხოლო 44%-ს, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს, 50 თეთრის გადახდა მხოლოდ პირველი მგზავრობის დროს მოუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი