ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილი: “იჩქარეთ, ადგილი ცოტაა!”

1 დეკემბერი, 2010 •
მიხეილ სააკაშვილი: “იჩქარეთ, ადგილი ცოტაა!”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  ქობულეთის წარმატებული პროექტის შემდეგ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ამჯერად ანაკლიაში იწყება. მთავრობამ რამდენიმე სასტუმროს პროექტი და პირობები უკვე  წარმოადგინა.

„ჩვენი პირობა ისევ ძალაშია. კერძოდ, სახელმწიფო ინვესტორს მიწას უფასოდ მისცემს, შემოიყვანს ყველა კომუნიკაციას, რომელშიც შედის დენი, ბუნებრივი გაზი, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია; ჩვენ მოგვყავს ახალი გზა, რომელიც ფოთიდან შავიზღვისპირეთის გასწვრივ პირდაპირ აქ მოვა. ასევე, ინვესტორებსა და ყველას, ვინც სასტუმროს ააშენებს, მას შემდეგ, რაც ყველფერს უფასოდ მივცემთ, კონსტიტუციური კანონის თანახმად, 15 წლით გავანთავისუფლებთ მოგების და ქონების გადასახადისგან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

იგეგმება სასტუმროს აშენება და იახტ-კლუბის გახსნაც.  ენგურის გვერდზე კი უნიკალური ტურისტული კომპლექსი აშენდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ინვესტორი, რომელიც ასზე მეტნომრიან სასტუმროს ააშენებს, ასევე გათავისუფლდება კაზინოს სალიცენზიო გადასახადისგან. სრულიად გადაკეთდება ანაკლიის პლაჟიც, კერძოდ, მისი  სიგანე 70-80 მეტრით ფართოვდება.

„ყველა პროექტი იქნება უფასო – დაპროექტების საფასურს ვიხდით ჩვენ, ოღონდ ვინმემ მოკიდოს ხელი და ააშენოს! ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პირობაა ის, რომ ყველა მშენებლობა 18 თვეში დამთავრდეს. კონტრაქტების გაფორმების საბოლოო ვადა იანვრის დამლევამდეა, თუმცა ყველას მინდა ვუთხრა:  იჩქარეთ, ადგილი ცოტაა!“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი